კირ სტარმერი: ირანელი ხალხის სიმამაცესა და მათი სასოწარკვეთილი რეჟიმის სისასტიკეს შორის კონტრასტი არასდროს ყოფილა უფრო მკაფიო – მოკავშირეებთან ერთად ახალ სანქციებზე ვმუშაობთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ირანში მომიტინგეების მიმართ რეპრესიები და მათი მკვლელობა დაგმო.

„მინდა, უმკაცრესად დავგმო ირანში მომიტინგეების მიმართ ამაზრზენი რეპრესიები და მათი მკვლელობები. ირანელი ხალხის სიმამაცესა და მათი სასოწარკვეთილი რეჟიმის სისასტიკეს შორის კონტრასტი არასდროს ყოფილა უფრო მკაფიო“, – განაცხადა სტარმერმა პარლამენტში.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო, მოკავშირეებთან ერთად, ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს.

„მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ შემდგომ სანქციებზე და ყველაფერს ვაკეთებთ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების დასაცავად“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა