გრენლანდიის მთავრობა – გრენლანდია დანიის ნაწილი და ნატო-ს წევრია

გრენლანდია დანიის ნაწილი და ნატო-ს წევრია, – ამის შესახებ გრენლანდიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გრენლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-ის სურვილს, კუნძულზე კონტროლი დაამყაროს „ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებს“ და „ძალისხმევას გააძლიერებს, რათა მისი ტერიტორიის დაცვა ნატო-ს ფარგლებში განხორციელდეს“.
„ნატო-ს ყველა წევრს, მათ შორის აშშ-ის, გრენლანდიის თავდაცვის მიმართ საერთო ინტერესი აქვს, ამიტომ გრენლანდიის სამთავრობო კოალიცია დანიასთან ერთად იმუშავებს, რათა გრენლანდიის თავდაცვის საკითხებზე დიალოგი ნატო-ს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გრენლანდიის მთავრობა „მიიჩნევს, რომ გრენლანდია მუდმივად დასავლური თავდაცვითი ალიანსის ნაწილი იქნება“.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“