“იყო შეთავაზება, რომ თუ ნებაყოფლობით დაცლიდა უძრავ ქონებას, დარეჯან დვალი გარემონტებულ, კეთილმოწყობილ, ავეჯით მოწყობილ ბინას ჩუქნიდა, იქამდე, დვალმა დაფარა მის მიერ აღებული ვალი, $15,000“ – კეკელიძეზე მდებარე ბინის ახალი მფლობელის ადვოკატი

ახალი დეტალები კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინასთან დაკავშირებით, საიდანაც გუშინ გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა – ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელს ახალი მფლობელი უკვე 6 წელია ჰყავს და ის საჯარო აუქციონზე მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, დარეჯან დვალმა 2018 წელს შეიძინა.
ბინის ახალი მფლობელის ინტერესების დამცველის თქმით, დვალმა გადაიხადა წინა მესაკუთრის, მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხაც. მისივე განცხადებით, ახალი მესაკუთრე გამოსახლებულ ოჯახს, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად, ქავთარაძეზე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ ბინას სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო.
„შეძენის დროს მას გადმოჰყვა მარინე ხატიაშვილის, იმ პიროვნების, რომლის გამოსახლებაც მოხდა გუშინ, მის მიერ აღებული ვალი დამატებით, ეს იყო ჯამში 15 000 დოლარი, რომელიც იმ წელსვე გაისტუმრა ქალბატონმა დარეჯან დვალმა, ანუ დაფარა მარინე ხატიაშვილის ვალი.
ჩვენი მხრიდან რამდენიმე კვირის წინ, სანამ მოხდებოდა გამოსახლება, იყო შეთავაზება მარინა ხატიაშვილის მიმართ, რომ თუკი ნებაყოფლობით დაცლიდა აღნიშნულ უძრავ ქონებას, ჩუქნიდა დარეჯან დვალი მას უძრავ ქონებას. ეს მდებარეობდა ქავთარაძის ქუჩაზე, კეთილმოწყობილი, გარემონტებული, ავეჯით მოწყობილი ქონება, რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა,“ – აღნიშნა ახალი ბინის მფლობელის ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა, ნაწილის საქმეზე კი სასამართლო იმსჯელებს. ამავე დროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას