ჯო ბაიდენი – ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება – ყველაფერი სასწორზეა

ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება. ჩემი გზავნილი არის ის, რომ ახლა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი პირადი თავისუფლებები – არჩევანის თავისუფლებიდან ხმის მიცემის უფლებამდე, ჩვენი ეკონომიკა, რომელმაც კოვიდ-19-ის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღდგენა განიცადა, ყველაფერი სასწორზეა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ნიუ-ჰემფშირის შტატში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ პრაიმერიზში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი