ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ტორონტო რეპტორსმა” “ფილადელფიას” უმასპინძლა და 116:115 დაამარცხა. მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, თითქოს და კანადელებს შეხვედრა უნდა დაეთმოთ, თუმცა 12 წამით ადრე ჯერ იმანუელ ქუიქლიმ, ხოლო 2 წამით ადრე ჯამალ შედმა გამოიჩინეს თავი და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. მივყვეთ სტატისტიკას.
მატჩის საუკეთესო მექულე სკოტი ბარნსი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა და 8 დაფარება მიითვალა. სწორედ სკოტის გამარჯვების მომტანი 1 ქულიანით მოიგო “ტორონტომ”.
კორინ მარი ბოილსმა 17 ქულა, 15 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
ჯამალ შედმა აქტივში 22, ხოლო იმანუელ კუიკლიმ 20 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა ჩაიწერა.
სანდრო მამუკელაშვილს ცუდი სტატისტიკა ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება “ფილადელფიას”, ტაირის მაქსიმ გუნდს 38 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება შესძინა.
ამრიგად, “რეპტორსს” 24 მოგება და 16 წაგება აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერნეციაში მე-4 ადგილს იკავებს. “ფილა” 21 გამაჯრვებითა და 16 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ეს გუნდები ხვალ, 13 იანვარს ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა – NBA-მ შროდერი დასაჯა
წლის პირველი ხმაურიანი გაცვლა – ტრეი იანგი “ვაშინგტონ ვიზარდსში” ითამაშებს
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? “დენვერი” “მაიამისთან” დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა




