ტრამპი აპირებს ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე ილონ მასკს დაელაპარაკოს

-ის პრეზიდენტის ს განცხადებით, აპირებს დაელაპარაკოს ილონ მასკს ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს კვიარა უსაუხა შესასაბამისი კითხვაზე.
„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხის გაცემისას, ითანამშრომლებდა თუ არა მილიარდერი ბიზნესმენის ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან, ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტური ინტერნეტ სერვისის შეთავაზებაზე.
მასკს და მის კომპანიას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ტრამპსა და ილონ მასკს შორის ურთიერთობები ცვალებადია.
ირანის ხელისუფლებამ, მძლავრი ანტისამთავრობო დამონსტრაციების ფონზე ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა.
ილონ მასკი ირანელებისთვის Starlink-ის მომსახურების შეთავაზებას მანამდეც ემხრობოდა, მათ შორის 2022 წლის აქციებისას. რომელიც მაშინ მოჰყვა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს. მაშინ მასკი პრეიზდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებსაც მართავდა.
ირანში მე-16 დღეს დემონსტრაციებია, არის მსხვერპლი. უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ირანის ათობით ქალაქიდან იუწყებიან დემონსტარნეტების დაპატიმრებებისა და მათზე ძალადობის შესახებ.
11 იანვარს ნორვეგიაში განთავსებულმა ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან დადასტურებულია სულ მცირე 192 ადამიანის სიკვდილი, რომელთაგან ცხრა პირი არასრულწლოვანი იყო.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილზე მიანიშნებს; ზოგიერთი წყაროს შეფასებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 2000-ს აჭარბებდეს.
ძალადობის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა მას მერე, რაც ირანის ხელისუფლებამ თავის მომხრეებს მოუწოდა 12 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა აქციებში, რათა დაგმონ, ხელისუფლების ტერმინოლოგიით “ტერორისტული ქმედებები -ისა და ს მხრიდან”.
აქციებს ბიძგი მისცა ფასების ზრდამ, მაღალმა ინფლაციამ და ფულის ეროვნული ერთეულის ვარდნამ – დემონსტრაციები მალევე გადაიქცა ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის.
ფორუმი