უკრაინის არმია იუწყება დარტყმებზე კასპიის ზღვაში, “ლუკოილის” ჭაბურღილების სამ ობიექტზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება დარტყმების შესახებ კასპიის ზღვაში, კომპანია “ლუკოილის” სამი ჭაბურღილის ობიექტებზე. განცხადების თანახმად, ობიექტები ჩართული იყვნენ რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზიანის მასშტაბი დაზუსტების პროცესშია. განცხადებაში არც ისაა დაკონკრეტებული, რა საშუალებებით განხორციელდა დარტყმები. ცნობა დამოუკიდებლად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის.
უკრაინის არმიის გენერალური შტაბი დეკემბერშიც იუწყებოდა კასპიის ზღვაში რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული დარტყმების თაობაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!