საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს ხანძრის გამო დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში დაეხმაროს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო, – ამის შესახებ მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, გალერეის სპეციალისტებს ექსპონატების რესტავრაციაში დაეხმაროს.
“ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისგან შექმნას სპეციალური ჯგუფი”, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
ოკუპირებულ სოხუმში აფხაზი მხატვრების “ოქროს ფონდი” დაიწვა – განადგურებულია ნახატების 4 000-მდე ეგზემპლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა