იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილზე: ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა

დაგვიძახა და გვითხრა, რომ მოდი ჩვენ დავთმოთ თავმჯდომარეობაო და ლევან გაჩეჩილაძეს დავუთმოთ ეს ადგილიო. ჩვენ ყველამ უთხარით, რომ რატომ უნდა დავუთმოთ ლევან გაჩეჩილაძესო, მან კი გვითხრა, რომ ახალ მემარჯვენეებთან ჩვენ კარგი ურთიერთობა დავამყაროთო და ბადრი პატარკაციშვილი დაგვაფინანსებსო, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა იოსებ შატბერაშვილმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და ლევან გაჩეჩილაძის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილს დაუთმო თავმჯდომარეობა.
„შემდეგ უცებ გვიბარებს და გვეუბნება, რომ ლევან გაჩეჩილაძეს უარი ვუთხრათ და მიშა სააკაშვილს დავუთმოთ თავმჯდომარეობაო. ახლა რატომ -მეთქი, რატომ და პაიკი დავთმოთო და სამაგიეროდ ლაზიერს მოვიგებთო. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვინდოდა თავმჯდომარეობა, არ გვინდოდა არანაირი სკამი და კაბინეტი, დათმეთ ეს ყველაფერი და სამაგიეროდ საპარლამენტო არჩევნებში მეტს გავიყვანთო.
სინამდვილეში 350 000 დოლარად გაუყიდია ეს თანამდებობა, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენ ვიფიცებდით, რომ ფული არ არის აღებული, შემდეგ ისეთმა ადამიანებმა მითხრეს, ვინც ეს ფული მოუტანა. აწ. გარდაცვლილმა კობა დავითაშვილმა მითხრა, რომ ეს ჩემი იდეა იყოო და რა თქმა უნდა ლევან გაჩეჩილაძე უცებ შეცვალა მიშა სააკაშვილით“, – აღნიშნა იოსებ შატბერაშვილმა.
შატბერაშვილმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ აიღო შალვა ნათელაშვილმა მილიონ ნახევარი დოლარი ვანო მერაბიშვილისგან და როგორ გაყიდა ადგილები პარტიაში.
„მოხდა ის, რომ ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ვანო მერაბიშვილმა ორი ადამიანი ჩაუწერა. ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა. ჩვენ გვეუბნებოდა, რომ არ გვაქვს საარჩევნო კამპანიის ფული, თანახმა ხართ, რომ ჩავწეროთ ორი ადამიანი, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას დააფინანსებსო? ვთქვით, რომ თანახმა ვიყავით, მაგრამ ვისი ფული იყო ჩვენ ხომ არ ვიცოდით. იმ ორი ადამიანის ფული არისო და აღმოჩნდა, რომ იმ ორი ადამიანის უკან ვანო მერაბიშვილი იყო. ერთი თედორაძე იყო და მეორე ერგემლიძე.
6 შევიყვანეთ პარლამენტში და ჩვენ არ შეგვიშვა, ჩვენ ბოიკოტი გამოგვაცხადებინა, ის ორი ადამიანი შევიდა. ამ თანხის ნაწილი პარტიაზე განაწილდა და ნაწილი წაიღო სახლში და დაიწყო ფულის გაპროცენტება. მთელი ფონიჭალა თურმე მისი მოვალე ყოფილა და დაცვის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ ჩვენ გვაგზავნიდა ფულის ამოსაღებადო. რა თქმა უნდა შევედით, ვუთხარით, რომ ის ფულს აპროცენტებდა და იყო მევახშე, არ უარყო და გვითხრა, რა ვქნა, ჩემი ცოლი აპროცენტებს ფულს და ქალია ხომ არ მოვკლავო“, – ჰყვება შატბერაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ