სოხუმში გალერიის ხანძრის დროს გაციფრულებული ნამუშევრებიც დაიწვა

21 იანვრის ხანძრის დროს ს ეროვნული გალერიის ფონდში, გაფიცრულებული ნამუშევრებიც დაიწვა. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრეს-კონფრენეციაზე გალერიის დირექტორმა სურამ საქანიამ განაცხადა.
მისივე ცნობით, ამ დრომდე გალერიის ნამუშევრების 40% იყო გაციფრულებული და შესაბამისი მასალა მისი სამუშაო ოთახის სეიფში ინახებოდა.
სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით 4 ათასი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა. ოფიციალური ცნობითვე, 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა.
აფხაზეთის დე ფაქტო მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ხანძრის განზრახ გაჩენას განიხილავს.
ხანძარს სოხუმის გალერიაში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას