მედია: მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? – ოჩამჩირეში 29 წლის კონგოელი სტუდენტის თავმოკვეთილი ცხედარი ნახეს (ვიდეო)

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? – ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში მდებარე საწარმოში 29 წლის კონგოელი სტუდენტის, ჯერემი მეკანდას  თავმოკვეთილი ცხედარი მის სამუშაო ადგილზე იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი დან აფხაზეთში სამუშაოდ იყო ჩასული, თუმცა ოჯახს მოულოდნელად აცნობეს, რომ ის გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზად თავის არეში მიყენებული ჭრილობები და ძლიერი დაჟეჟილობები სახელდება. საოკუპაციო რეჟიმის საგამოძიებო სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ სტუდენტი საწარმოში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

თუმცა, როგორც პოლიციის, ისე სამედიცინო დასკვნები უკიდურესად მწირია, რაც ბევრ კითხვას აჩენს. ადგილობრივ წყაროებში ვრცელდება ვერსია, რომ უცხოელი სტუდენტი შესაძლოა ოჩამჩირეში მდებარე ე.წ. საიდუმლო ქარხანაში უკანონოდ იყო დასაქმებული, რის გამოც კომპანიამ შესაძლოა ძალადობის სავარაუდო ფაქტის მიჩქმალვა სცადოს.

საქმესთან დაკავშირებული დეტალები კვლავ გაურკვეველია, ხოლო მომხდარი უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს.