დონალდ ტრამპი – ნავთობკომპანიების დირექტორებთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა – ეს კარგია, როგორც ვენესუელისთვის, ისე -სთვის

ნავთობკომპანიების დირექტორებთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა – ეს კარგია, როგორც ვენესუელისთვის, ისე -სთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ფაქტობრივად, შეთანხმებას მივაღწიეთ. ისინი ვენესუელაში მილიარდობით დოლარით შევლენ და ნავთობს მოიპოვებენ. დიდი რაოდენობით თანხის გამომუშავება მოხდება. მსოფლიოს უდიდეს კომპანიებთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის ცნობით, მომავალ კვირას ვენესუელის ოპოზიციის ლიდერთან, მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრას გეგმავს.
„მალე ვენესუელის ბევრ წარმომადგენელს შევხვდები. ვენესუელის ამჟამინდელ მმართველებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ასევე ქალბატონთან, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. ალბათ, მომავალ კვირას ჩამოვა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ამერიკული ნავთობკომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვენესუელაში დემოკრატია სურს.
„ჩემთვის სტაბილურობა და დემოკრატია ერთი და იგივეა. ჩვენ სტაბილურობა გვსურს, მაგრამ დემოკრატიაც გვსურს. საბოლოოდ, დემოკრატია იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს