დონალდ ტრამპი – ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ ვეუბნები, სჯობს სროლა არ დაიწყოთ, რადგან სროლას ჩვენც დავიწყებთ

თუ ირანი ადამიანების მკვლელობას დაიწყებს, მაშინ ჩვენ ჩავერევით, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია.
„როგორც ვხედავ, ხალხი გარკვეულ ქალაქებზე კონტროლს ამყარებს, რაც რამდენიმე კვირის წინ არავის წარმოედგინა. სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ეს განცხადება ადრეც მკაცრად გავაკეთე, თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, მაშინ ჩვენ ჩავერევით“, – განაცხადა დონალდ ტრაპმა.
-ის პრეზიდენტის თქმით, „ირანში საოცარი რამ ხდება“.
„ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ვიმედოვნებ, რომ ირანში დემონსტრანტები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ახლა ეს ძალიან საშიში ადგილია. ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ ვეუბნები, სჯობს სროლა არ დაიწყოთ, რადგან სროლას ჩვენც დავიწყებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 48 დემონსტრანტი და უსაფრთხოების ძალების 14 თანამშრომელი.
ხუთშაბათს საღამოს ხელისუფლებამ ირანში ინტერნეტი გათიშა და სატელეფონო კავშირები დაბლოკა. პარასკევს ირანში ინტერნეტზე წვდომა ნაწილობრივ აღდგა. ირანის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ ინტერნეტი „ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა გათიშეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს