უკრაინული მედია – რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის ცნობით, საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.
„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, – დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 59 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.