: შეიარაღებული ყოველთვის დაჯაბნის უიარაღოს

მწერალი :
იმდენად დანაშაულებრივი და სისხლიანი რეჟიმებია, რომ უკანდასახევი არ რჩებათ… და ალბათ არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს სამწუხაროდ, რომ ასეთ რეჟიმებს ხალხის მასობრივი პროტესტი დაამხობს. შეიარაღებული ყოველთვის დაჯაბნის უიარაღოს. ბოლო წლებში – სადაც კი რომელიმე ყასაბი დამხობილა – მხოლოდ შეიარაღებული ამბოხებით და ავტომატების კაკანით. ვენესუელის არალეგიტიმური მმართველი დაემხობოდა, რომ არა ამერიკელი სამხედროების სპეც-ოპერაცია? ან პუტინის მეორე მოკავშირე ბაშარ ალ-ასადი დაეცემოდა, რომ არა შეირაღაბული ამბოხება – ამბოხებაც არა, არამედ ომი! – მის წინააღმდეგ?! ასი ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს სისხლში ჩაახრჩობს ასობით მკვლელი. არც ახლა მგონია, რამე გამოვიდეს ირანში მხოლოდ გმირი, თავგანწირული და უიარაღო ქალებისა და კაცების წინააღმდეგობით… ეს რეჟიმები ასე არ სრულდება… ც იმიტომ დგას, რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს. მშვიდობიანად ვერც ერთი დიქტატორი ვერ დაემხობა, რადგან ძალის იმპერატივის დროში ვართ და არა მორალის…
ახალგაზრდა და ჯერ კიდევ უცნობი ნაპოლეონ ბონაპარტის შენიშვნა მახსენდება მეფე ლუი მეთექვსმეტის სისუსტის გამო – სასახლესთან მისული ხალხისთვის პირდაპირ ზარბაზნიდან უნდა დაეშინა და გადარჩებოდაო. მე ასე ვიზამდი, ყოველ შემთხვევაშიო…
მაგრამ ნაპოლეონის ბოროტი პრაგმატიზმი ლამისაა ჰუმანიზმადაც კი მოჩანს, ესენი ისეთები არიან…
საერთოდ აქვს კი ჩვენს დროში ძალა მორალურ წინააღდმდეგობას თუ ეს ყველაფერი ოპტიმისტურ 80-იანებში ჩარჩა?!