ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წელიც (8 იანვარს) ტიტულით დაიწყო და საფრანგეთის სუპერთასი “მარსელის” დამარცხებით (პენალტების სერიაში) აღმართა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველივე წელს ლუის ენრიკეს გუნდთან ერთად მოპოვებულ 5 ტიტულს მეექვსე შემატა.
საფრანგეთს სუპერთასზე ძალიან მებრძოლი კვარაცხელია ვნახეთ, თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე ჩართული, გუნდი გაშვებულ გოლს რომ გადაარჩინა; კვლავ კარგად გამოჩნდა, რა რთულია, ხვიჩა წესების დარღვევის გარეშე შეაჩერო…
გვესმის თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირების მნიშვნელობა, მაგრამ “კვარას” მთავარი სიმდიდრე შეტევაში არაორდინალური გადაწყვეტილებებია, რის გამოც მასთან მხოლოდ ერთ მეურვეს ვერასოდეს ტოვებენ. ქართველ ფეხბურთელს ისეთი ლამაზი ეპიზოდების შექმნა შეუძლია, დაძაბულ მატჩებში ბევრს რომ ვერ ნახავ. მაგალითად, პარალელურად, “არსენალისა” და “ლივერპულის” შეხვედრა სატურნირო მნიშვნელობამ ძალიან ჩაკეტილი და უინტერესო გახადა.
“მარსელთან” ამ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ ისიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს ყოველთვის რომ იმჩნევს და ეს მიუხედავად იმისა, მსგავსი მასთან მიმართებაში ხდება თუ არა. არ გვინდა, ვაზიადებდეთ ან ზედმეტი გვეჩვენებოდეს, მაგრამ ხანდახან მართლა ასეთი განცხდა რჩება, ჩვენებურს უკეთეს შემთხვევაში გვიან თუ იმჩნევენ.
“კვარა” – ყველაფერი იტალიური ტრიუმფით დაიწყო, საფრანგეთში კი გაგრძელდა და გაგრძელდა. წარმატებების სურვილი კვლავ უდიდესია, ხვიჩა ხომ, როგორც ლუის ენრიკემ უწოდა, მენტალური მონსტრია.
60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან – ქუვეითში გასამართი პსჟ “მარსელის” სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები
“მან ჩვენ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა” – ლუის ენრიკემ ფეხბურთელი გამოარჩია




