ს თავდაცვის უწყება – ს რეჟიმის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყა, მათ შორის „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემით

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმის დროს „ორეშნიკის“ტიპის რაკეტები გამოიყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, რუსეთმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ს რეზიდენციაზე თავდასხმის საპასუხოდ გადადგა.
„წუხელ, ს რეჟიმის მიერ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციაზე 2025 წლის 29 დეკემბრის ღამეს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს შორ მანძილზე მოქმედი, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ზუსტი იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, „უკრაინის კრიმინალური რეჟიმის მხრიდან ნებისმიერი ტერორისტული ქმედება უპასუხოდ არც მომავალში დარჩება“.