რობერტა მეცოლა – ისტორიამ ევროპას ასწავლა, რომ არ არსებობს ციხე, საფრთხე და ცრემლსადენი გაზის კოლოფი, რომელსაც შეუძლია თავისუფლების თანდაყოლილი სურვილის შეკავება – ევროპას ესმის ირანელი ხალხის, მსოფლიოს ესმის

მსოფლიო კიდევ ერთხელ თვითმხილველია ირანის მამაცი ხალხის წინააღმდეგობის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტმა მეცოლამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპას და მსოფლიოს მათი ესმის.
მეცოლას განცხადებით, ევროპას ისტორიამ ასწავლა, რომ არ არსებობს ციხე, საფრთხე და ცრემლსადენი გაზის კოლოფი, რომელსაც შეუძლია თავისუფლების თანდაყოლილი სურვილის შეკავება.
„მათი მოთხოვნა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, არჩევანისთვის, ისე იცხოვრონ და ისეთი მმართველობა ჰქონდეთ, როგორიც სურთ, დედამიწის მასშტაბით იქნა გაგონილი.
30-მდე ადამიანი უკვე დაიღუპა. ევროპელი ხალხი ხედავს, რა ხდება ქუჩებში და ირანელი ხალხის გულებსა და გონებაში. ვიცით, რა ცვლილება ხდება.
ეს ჯინა მაჰსა ამინის თაობაა, რომელიც უარს ამბობს ძალადობრივი თეოკრატიის შეზღუდვებზე, რომელიც ჯერ კიდევ მართავს მათი ცხოვრების ყოველ ასპექტს. თაობაა, რომელსაც სურს გატეხოს რეპრესიების ბორკილები, რომლებიც მათ ზედმეტად დიდხანს ედოთ. ვინც გამოდიან, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რეჟიმის სისასტიკეს, რომელიც ფოკუსირებულია თვითგადარჩენაზე და არა უფლებებზე. ვისაც ესმით, რომ შენი პოლიტიკური რწმენებისთვის დაპატიმრებასა და ცემას ადგილი არ აქვს თავისუფალ ირანში, რომელიც მათ სურთ, რომ გაჩნდეს.
ირანელი ხალხი არ აპროტესტებს, ისინი ყვირიან. ევროპას ესმის მათი, მსოფლიოს ესმის მათი, და ისინი უფრო ხმაურიანები გახდებიან.
თუ ერთი რამ არსებობს, რაც ისტორიამ ევროპას ასწავლა, ის არის, რომ ვიცით არ არსებობს ციხე, საფრთხე და ცრემლსადენი გაზის კოლოფი, რომელსაც შეუძლია თავისუფლებისთვის თანდაყოლილი სურვილის შეკავება, რომელსაც ყველანი, როგორც ადამიანი ვგრძნობთ.
ირანელ ხალხს: თქვენი, დიადი, თავისუფალი ერის აშენებისთვის მიმართული ხალხის სიამაყე, ღირსება ირანსა და მსოფლიოს მასშტაბით თაობებს შთააგონებს. ევროპა ყოველთვის თქვენს გვერდში იდგა და ყოველთვის დაგვინახავთ”, – განაცხადა მეცოლამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან