თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას ხმა 287-მა დეპუტატმა მისცა, 55 წინააღმდეგ წავიდა, 4-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
რატიფიკაცია ძალაში დოკუმენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ შევა. მოსალოდნელია, რომ ეს პროცედურა მალევე დასრულდება.
“დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით NATO-ს სრულუფლებიან წევრობას”. – წერს X-ზე შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტერსონი.
მასალა განახლებადია