“მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ პრეტენზია რომ იბრძვით სამართლიანობისთვის” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
პროკურატურის დღევანდელი განცხადება ანი ნადარეიშვილის სტატუსთან დაკავშირებით ადასტურებს რომ ბაჩო ახალაიაზე შანტაჟის გზით ზეწოლა გრძელდება! წინა ისტორიას აღარ მოვყვები, ყველამ იცით რომ რეჟიმი ბაჩო ახალაიასგან მოითხოვს 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ბრალდებულთა წინააღმდეგ ცილისმწამებლური ჩვენების მიცემას მისი მეუღლის ანი ნადარეიშვილის თავისუფლების სანაცვლოდ და სწორედ ამიტომ ანი ნადარეიშვილის სტატუსს პროკურატურა გაურკვეველს უწოდებს, რაც იურიდიული ნონსენსია. მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ პრეტენზია რომ იბრძვით სამართლიანობისთვის, ან უბრალოდ, ხართ ადამიანები, ვინც არ უნდა იყოთ, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, უბრალოდ, მოქალაქე, ხმა აიმაღლეთ ამ გაუგონარი სიბინძურის წინააღმდეგ! მოგმართავთ იმ ადამიანებსაც, ვინც, მიუხედავად იმისა, გიყვარვართ თუ არა, გვერდით დამიდექით როცა თ. წულუკიანის უბინძურესი თავდასხმა ნახეთ ჩემზე და სწორედ ამ თანადგომამ დაამარცხა ის იმ კონკრეტულ ეპიზოდში! კმარა ამ ოჯახის თავს დატეხილი უსამართლობა! დღეს ბაჩო ახალაიას და ანი ნადარეიშვილს ჩვენი ერთსულოვანი თანადგომა ჭირდება და ეს აუცილებელია პოლიტიკურად და ადამიანურადაც! ჩემი სოლიდარობა ბაჩო ახალაიას და ანი ნადარეიშვილს. თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! #დამხობარუსულრეჟიმს

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას