“ამათ ყველა თავისნაირი ჩმორი ჰგონიათ – ეს ტერორისტები ისევ ვაჭრობენ” – ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში პროკურორი თამარ ბეჟუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მისი [ანი ნადარეიშვილის] სამართლებრივი სტატუსი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის და წერს:
ეს ტერორისტები ისევ ვაჭრობენ ბაჩოსთან ჩემი თავისუფლებით. ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, ამათ ყველა თავისნაირი ჩმორი გონია. დღეს (ვინაიდან დღემდე საახალწლო საცივში ქონდათ თავი და პროკურატურას დიდი ბოქლომი ედო) ოფიციალურად შევიტანე პროკურატურაში განცხადება სადაც ვითხოვ ჩემს სამართლებრივ სტატუსს, ამ პროკურორმა – თამარ ბეჟუაშვილმა რაც იბლუყუნა, მაინტერესებს იმას ფურცელზე როგორ გადმოიტანენ და რომელ კანონს და მუხლს მიუთითებენ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით: ბრალდებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ და მას ოფიციალურად წარედგინა ბრალდება. სანამ ეს დადგენილება არ არსებობს — ბრალდებულის სტატუსი არ არსებობს!!!”

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან