“ფერეიდნელო ქართველებო, იბრძოლეთ, შეერკინეთ უსამართლობას!” – სააკაშვილი

მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ, უთვალავი შეხვედრა გამიმართავს, მაგრამ ყველაფერს აღემატება ის ემოცია, რომელიც განვიცადე ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრის დროს.
ეს იყო ყველაზე კარგი შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში და დღეს სწორედ ფერეიდნელ ქართველებს მინდა მივმართო ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩემო დებო და ძმებო, შვილებო, საყვარელო თანამემამულეებო მოგმართავთ ირანში მიმდინარე აქციების ფონზე. მოლების რეჟიმი არის უდიდესი ბოროტების წყარო ის დიდი ხანია დალპა და ყარს. მათი ბატონობის დასრულება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის არა მხოლოდ ირანს, არამედ მთელს რეგიონს, მათ შორის თქვენს მშობლიურ საქართველოსაც, რომელიც ასევე იბრძვის თავისუფლებისთვის. ასე რომ ჩემო ძვირფასებო მოგიწოდებთ ბრძოლისკენ. გამოდით ალავერდ უნდილაძის მიერ აშენებულ ისპაჰანის და თეირანის ქუჩებში. ნუ შეუშინდებით რეპრესიებს, გაზს, ცეცხლს დაჭერებს, შეერკინეთ უსამართლობას! გახსოვდეთ ვისი მოდგმის ხართ. ის რომ თქვენს გენშია ჩადებული ჩაგვრასთან არ შეგუება, მოიპოვეთ თქვენი და ჩვენი თავისუფლება! ჯერ თქვენ გაუშვით ხამენეი მოსკოვში, მერე ჩვენ მივაყოლებთ ივანიშვილს.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ წმინდა ბრძოლაში. თქვენი მიშა

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას