ვოლოდიმირ ზელენსკი – უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტთან გასაფორმებლად ფაქტობრივად მზად არის

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტთან გასაფორმებლად ფაქტობრივად მზად არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა საფრანგეთში უკრაინის დელეგაციის მუშაობის შედეგები გააცნო.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ევროპული და ამერიკული გუნდების ძალისხმევას წარმატებით აერთიანებს. ჩვენ, ერთობლივად, აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ დოკუმენტებიც განვიხილეთ. ასევე, ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოდან ყველაზე რთული საკითხები იქნა განხილული. უკრაინულმა მხარემ შესაძლო ვარიანტები წარადგინა. გვესმის, რომ ამერიკული მხარე რუსეთს დაუკავშირდება და ველით რეაქციას იმის შესახებ, ნამდვილად სურს თუ არა აგრესორს ომის დასრულება“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, კიევში დაბრუნების შემდეგ უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ანგარიშს წარადგენს.
„პარტნიორებს რუსეთის დარტყმების შესახებაც ვაცნობეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი პრიორიტეტების გადახედვას არ აპირებს. აუცილებელია, რომ რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან