გერმანიაში, ბინადრობის კანონის დარღვევისთვის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეები დააკავეს – გერმანული მედიის ცნობით, ძებნილი ქართველი გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ, 22 იანვარს, კელის მატარებლის სადგურზე შემოწმების დროს დააკავა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ ბინადრობის კანონის დარღვევის ფაქტზე დაკავების ორდერი გამოიცა, მან ჯარიმის გადახდა შეძლო და გათავისუფლდა.
რაც შეეხება ასევე ძებნილ საფრანგეთის მოქალაქეს, ის გერმანულ-ფრანგული სამსახურის განყოფილების პატრულმა შეამოწმა – ის 90 დღით დააკავეს.