გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე 5 დაკავებულის სასამართლო გადაიდო

გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო გადაიდო. „ინფორმაცია“ ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებულების ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა დაუდასტურა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის თქმით, სამი მათგანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 24 იანვარს გამოაცხადებს, ორი პირის ადმინისტრაციულ საქმეზე კი გადაწყვეტილება 26 იანვარს გამოცხადდება. ადვოკატის თქმით, ხუთივე დაკავებული, რომელთა სასამართლო პროცესებიც დღეს გაიმართა, ამ დროისთვის თავისუფლები არიან, ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ნაწილი კი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.
ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ჯამში დღეს 23 იანვარს 18 მოქალაქე დააკავა, რომელთაგან ნაწილთან დაკავშირებას ადვოკატები „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების საქმეზე -მ ორი პირი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.
როგორც მოძრაობა „ხმა“ აცხადებს, სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე საქმეზე დაკავებულები მათი აქტივისტები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ