რუსეთის პატრიარქი – ჩვენ ცივილიზაციური განვითარების ძალიან მიმზიდველ ალტერნატივას წარმოვადგენთ – ვთავაზობთ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთმა უარყო და კვლავაც უარყოფს

დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ შებრუნდა, რადგან ის ცივილიზაციურ ალტერნატივას წარმოადგენს, – ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.
„თუ არც სახელმწიფო სტრუქტურასა და არც პოლიტიკის იდეოლოგიურ საფუძვლებში ფუნდამენტური წინააღმდეგობები არ არსებობს, მაშინ რაშია საქმე? რატომ „ამხედრდა ბევრი ჩვენს წინააღმდეგ“? ერთ დროს ეს კითხვა დავუსვი საკუთარ თავს და აი, რა დასკვნებამდე მივედი. ეს შემთხვევით არ ხდება. რადგან ჩვენ ცივილიზაციური განვითარების ძალიან მიმზიდველ ალტერნატივას წარმოვადგენთ. ვთავაზობთ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთმა უარყო და კვლავაც უარყოფს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ არ განდევნონ ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც ეს ამჟამად დასავლეთში ხდება”, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
მისი თქმით, ეს ისე არ ხდება, როგორც საბჭოთა კავშირში ხდებოდა, თუმცა რწმენა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნილია.
„ჩვენი ქვეყანა დღეს ადამიანის პიროვნებასთან დაკავშირებული ტრადიციული ღირებულებების დამცველია. ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც ამჟამად დასავლეთში „ადამიანის უფლებების“ ლოზუნგის ქვეშ არის მიღებული, მაგრამ სინამდვილეში ადამიანური ზნეობის განადგურებისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა