ისრაელმა ლიბანში, ჰეზბოლასა და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, IDF-ის საჰაერო იერიში ჰეზბოლას მიერ 23 იანვარს, ისრაელის ჩრდილოეთში სარაკეტო თავდასხმებს მოჰყვა.
განცხადების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული ობიექტი ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოიყენებოდა და მას ირანი მართავდა.