„მანჩესტერ იუნაიტედი“ რუბენ ამორიმს 10-მილიონიან კომპენსაციას გადაუხდის

ცნობილი გახდა კომპენსაციის ოდენობა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს გადაუხდის.
როგორც ინტერნეტგამოცემა talkSPORT-ი წერს, პორტუგალიელი სპეციალისტის ხელფასი შეადგენდა წელიწადში 6.7 მილიონ ფუნტს. მანჩესტერში მუშაობისას ამორიმმა ჯამში 7.8 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.
გარიგების პირობების თანახმად, მწვრთნელის განთავისუფლების შემდეგ კლუბმა მას კონტრაქტით გათვალისწინებული სრული დარჩენილი თანხა უნდა გადაუხადოს, რომელიც 10.05 მილიონ ფუნტს შეადგენს.
აღნიშნავენ, რომ „სპორტინგიდან“ მწვრთნელის გადაბირებისას „იუნაიტედმა“ ლისაბონურ კლუბს 9.5 მილიონის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა. ასე რომ, საერთო ჯამში, „მანჩესტერს“ რუბენ ამორიმის ერთწლიანი მუშაობა 27.35 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა