“ევროპის უნივერსიტეტში” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართება.
ევროპის უნივერსიტეტის ცნობით, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტში” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის – “განათლება ქმნის მომავალს” დაჯილდოების ცერემონია 24 იანვარს, 13:00 საათზე ჩატარდება.
მათივე ინფორმაციით, “ევროპის უნივერსიტეტის” ოლიმპიადაში ქვეყნის მასშტაბით 200-მდე მე-12 კლასელმა მიიღო მონაწილეობა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ყველა მათგანს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატი გადაეცემა, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები კი სპეციალურად დაწესებული გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდებიან.
