ძლიერი თოვის გამო პარიზსა და ამსტერდამში საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოვლა შეფერხდა – Reuters

ძლიერმა თოვლმა საფრანგეთსა და ნიდერლანდებში მიმოსვლა შეაფერხა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ძლიერი თოვის გამო პარიზსა და ამსტერდამში საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოვლა შეფერხდა.
საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ასობით ფრენა გადაიდო. ასევე, ამსტერდამში მატარებლების მოძრობა, ხოლო პარიზში ავტობუსებით მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ფრენების რაოდენობის 15%-ით შემცირება სთხოვა.
ძლიერი ყინვისა და თოვის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში ორშაბათს 700 რეისი, ხოლო სამშაბათს 300-მდე რეისი გაუქმდა.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა