გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით ულტრამემარჯვენე პარტიას დაფინანსება უწყდება

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანას ახლა უკვე შეუძლია დაფინანსება შეუწყვიტოს რადიკალურ მემარჯვენე პარტია “სამშობლოს” (დი ჰაიმატს). სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში გამოიწვია დებატები იმასთან დაკავშირებით, უნდა შეუწყდეს თუ არა დაფინანსება ნაციონალისტურ პარტიას სახელად “ალტერნატივა გერმანიისთვის”.
კარლსრუეს სასამართლომ პარტიას 6 წლით შეუჩერა სახელმწიფო დაფინანსება და საგადასახადო შეღავათები. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” და მისი მემკვიდრე “დი ჰაიმატი” მიზნად ისახავდნენ ქვეყნის დემოკრატიული სისტემის აღმოფხვრას და ძირს უთხრიან მას.
მსგავსი გადაწყვეტილება გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად მიიღო.
ბუნდესტაგის ქვედა პალატამ, ბუნდესრატის ზემო პალატამ და გერმანიის მთავრობამ სასამართლოს 2019 წელს მიმართეს. მათ სურდათ, რომ პარტიას დაფინანსება შეწყვეტოდა გერმანიის ძირითადი კანონის ცვლილების შემდეგ, რათა რადიკალურ პარტიებს არ მიეღოთ ის სახელმწიფო სახსრები, რაც სხვა პარტიებისთვისაა ხელმისაწვდომი.
“[“დი ჰაიმატი”] მიზნად ისახავს არსებული კონსტიტუციური სისტემის შეცვლას ავტორიტარული სახელმწი, რომელიც დაფუძნებულია ეთნიკურ „ხალხურ საზოგადოებაზე“”, – აცხადებენ სასამართლოში და დასძენენ, რომ პარტიის პოლიტიკა უმცირესობებისა და მიგრანტების ღირსებას ბღალავს.
2017 წელს სასამართლომ განაცხადა, რომ “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ პარტიას ჰგავს, მაგრამ მაშინ სასამართლომ პარტიას დაფინანსება არ შეუწყვიტა, ვინაიდან ჩათვალა, რომ პარტია ძალიან სუსტი იყო დემოკრატიისთვის საფრთხის შესაქმენლად.
ამ ფონზე, უცნობია გავრცელდება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთ, რადიკალურ მემარჯვენე პარტიიაზე “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელიც ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს. ბოლო გამოკითხვებში, მისი მხარდაჭერა ოდნავ შემცირდა, თუმცა პარტია მხარდაჭერით კვლავ მეორე ადგილზეა. გამოკითხვა სამშაბათს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გერმანიაში 10-დღიანი პროტესტი გაიმართა ულტრამემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ.
“ფორსას” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რადიკალური მემარჯვენე პარტიის მოწონების მაჩვენებელი 2%-ით დაეცა და ის 20%-ს შეადგენს, რაც ბოლო 4 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ეს მაინც უსწრებს გერმანიის კანცლერის პარტიის ცენტრისტულ-მემარცხენე კოალიციას, რომელშიც 3 პარტია შედის და სამივეს რეიტინგი ერთად 32%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად