“ვითხოვთ მორატორიუმს ჩანიშნულ გამოსახლებებზე! გათავისუფლდნენ დაკავებულები”, – ამის შესახებ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილი აქტივისტები საუბრობენ. საპროტესტო აქციაზე, რომელიც დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩაინიშნა, მოითხოვეს ყველა დაკავებულზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტაც. ეს მოთხოვნა აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა გააჟღერა.
მან მოუწოდა მოსახლეობას, ხვალ, 24 იანვარს, დილის 9 საათიდან ცოტნე დადიანის 259 ნომერში მივიდნენ, სადაც მორიგი ოჯახის გამოსახლება იგეგმება.
ფოტო: ვახუშტი მენაბდე
იხილეთ ასევე:
· კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულია 20 პირი, დაწყებულია გამოძიება | შსს-ს განცხადება
· კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი ბინიდან გამოასახლეს | ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა