უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ევგენი ხმარა შეასრულებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ევგენი ხმარა შეასრულებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „A“-ს ხელმძღვანელი“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში.
ასევე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სამხედრო მდგომარეობის დროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება უკრაინის პრეზიდენტმა დანიშნოს“.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან, ვასილი მალიუკთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მალიუკი უსაფრთხოების სამსახურში მუშაობას გააგრძელებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ასიმეტრიული სპეციალური ოპერაციები განახორციელოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”