კირ სტარმერი – მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს

გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის გადასაწყვეტია , – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
კირ სტარმერი დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა უნდა შეწყვიტოს.
„მე მას [დანიის პრემიერ-მინისტრი] მხარს ვუჭერ. ის გრენლანდიის მომავლის შესახებ მართალია. დანია ნატო-ს მოკავშირეა და მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“