“ქართული ლეგიონი” უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე ინფორმაციას ავრცელებს

დონეცკის მიმართულებით შეტევის დროს უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ინფორმაციას ფეისბუკზე ავრცელებს “ქართული ლეგიონი”.
“დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს”, – წერია ინფორმაციაში.
რუსეთმა ში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ამ ომში ს წინააღმდეგ არაერთი ქართველი იბრძვის, 50-ზე მეტი დაიღუპა. ომში დაღუპულ მებრძოლებს საქართველოში სამხედრო პატივით კრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყანა