კახა ჯაფარიძე: აქ, „ქოცების“ აქციაზე მასე რომ შევარდნილიყავი, 40 წუთი კი არა, 40 დღე გექნებოდა ფიქრისთვის იზოლატორში (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
მაგრად კი მინდა გავჩერდე და აღარ დავწერო ამ ვენესუელაზე, მაგრამ იმდენად საინტერესო პროცესები მიდის და იმდენი პარალელის გავლება შეიძლება, ვერ ვჩერდები. მინდა ეს ამბავიც გაიგოთ. 😀
ავსტრალიაში, სიდნეიში, მადუროს მხარდამჭერი კომუნისტები და ულტრა-მემარცხენეები მართავდნენ აქციას. ამ დროს, ცნობილი ავსტრალიელი აქტივისტი, დრიუ პავლოუ (Drew Pavlou), მარტო შევარდა ამ მასაში პლაკატით და სკანდირებდა: „! !“
სიდნეის პოლიციამ დააკავა
გათავისუფლების შემდეგ დრიუ ამბობს:
„უბრალოდ „აშშ-ს“ ვსკანდირებდი. 40 წუთი გავატარე საკანში, სანამ გამომიშვებდნენ, რადგან პოლიციამ ვერაფრით მოიფიქრა, რა ბრალდება უნდა წაეყენებინათ ჩემთვის. არცერთი კანონი არ დამირღვევია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და თავისუფალი სამყარო, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სიტყვის თავისუფლება.“
შენ, ჩემო ძმაო საქართველო არ გინახავს და ივანიშვილის „დემოკრატია“😀
აქ, „ქოცების“ აქციაზე მასე რომ შევარდნილიყავი, 40 წუთი კი არა, 40 დღე გექნებოდა ფიქრისთვის იზოლატორში😀