475 მილიონი ევრო ვაგონებისთვის – 212 ვაგონის შესყიდვა-ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება

475 მილიონი ევრო მეტროს ვაგონებისთვის – თბილისის მერის თქმით, რამდენიმე დღეში ბაზრის კვლევა გამოცხადდება და ამის შემდეგ, გამოცხადდება ტენდერი.
კალაძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის პრობლემაც გადაიჭრება.
დღეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა და თბილისს ემსახურება 48 შემადგენლობა, 192 ვაგონის სახით, რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1974-1992 წლებში. საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის ერთობლივი გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც. რადგან დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია არსებულზე მეტი, 212 ერთეული საერთაშორისო სტანდარტის ვაგონების შესყიდვა და ჩანაცვლება, რაც, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოხდება. დღეის მონაცემებით, ასევე, ინფორმაციის სახით მინდა მივაწოდო საზოგადოებას, სამუშაო დღეებში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს, შესაბამისად ამ ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობას აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში უკვე გამოცხადდება ბაზრის კვლევა და ამის შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ აღნიშნული ვაგონების შესყიდვას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის აღნიშნული მიმართულება პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალში იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი“,- განაცხადა მ.
პრემიერ-მინისტრის ს გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 476 მილიონი ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც 212 ერთეული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყანა