საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები შალვა პაპუაშვილს შეხვედრას სთხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვედრას და დაფინანსების წესის ცვლილებამდე, მათი მოსაზრებების მოსმენას სთხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თანამშრომლების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
მათი შეფასებით, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგდოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ “ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს”.
“დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ”, – ვკითხულობთ მაუწყებლის თანამშრომელთა ერთობლივ განცხადებაში.
მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუცია, საფრთხის წინაშე დგას.
· საზოგადოებრივ მაუწყებელში დაფინანსების წესის ცვლილებას დამოუკიდებლობის ხელყოფად აღიქვამენ
პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს ცვლის. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრები. მანამდე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრ საც ჰქონდა, თუმცა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით კი მსგავსი კანონოპროექტი პარლამენტში თავად უმრავლესობის ინიციატივით დარეგისტრირდა.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას, დღეს მოქმედი კანონით, თითქმის 15 წელია, მისი დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის ოდენობით ხდება. შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსება მშპ-ს პროპორციულად იზრდება.
მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მილიონ ლარს, უკვე 2023 წელს მაუწყებელმა 101 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მილიონის გამოყოფა.
წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს

ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია

ბიძინა ივანიშვილი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში – ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია

ირაკლი კობახიძე – ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ხალხი ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს ევროპულ მომავალს

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა

ბიძინა ივანიშვილი – საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, სადაც ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას! – ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში