რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ, კიევზე, ხარკოვსა და პავლოგრადზე, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დედაქალაქში დაშავებულია 22 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში დაღუპულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულთა რიცხვი კი 50-ს აჭარბებს და მათ შორის არიან ბავშვებიც. კიდევ ერთი დაღუპულია პავლოგრადში.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 51 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაშავდა. ნანგრევებიდან 27 ადამიანი გამოიყვანეს. პავლოგრადში რუსულმა ტერორმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ნათესავებსა და მეგობრებს. ჩვენი გმირი მაშველები, ისინი, ვინც ყოველთვის პირველები მიდიან მტრის დაბომბვის ადგილებში, მიუხედავად ყველა სირთულისა, აგრძელებენ თავიანთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ხალხის გადარჩენის მიზნით.” წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის შს მინისტრის რამდენიმე საათის წინ გავრცელებული მონაცემებით, დაღუპული იყო 5 ადამიანი.
მორიგი მასიური სარაკეტო იერიში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით მიიტანა.