“ამ დღეებში მათი გადარჩენა ყველას გვევალება” – როგორ შეიძლება გადავარჩინოთ გაყინვას მიუსაფარი ცხოველები

უახლოეს დღეებში სერიოზული ყინვებია მოსალოდნელი, -7 გრადუსამდეც კი ეცემა ტემპერატურა, რაც მიუსაფარი ცხოველებისთვის სასიკვდილო განაჩენია.
გთხოვთ ეს დღეები მაქსიმალურად ეცადეთ სადმე შეაფაროთ ისინი. შემოუშვით სადარბაზოებში, ოფისებში, მაღაზიებში, გარაჟში, სადაც შეძლებენ თბილად და მშვიდად გამოძინებას მშრალ ადგილებზე დაუფინეთ პლედები, თივა, საბანი.. ნებისმიერ რამ რაც მათ დაეხმარება სითბოს შენარჩუნებაში. კარგად გამოძინება ცხოველს ეხმარება ენარგიის აღდგენასა და ტემპერატურის შენარჩუნებაში. ასევე კარგად ნაჭამი ცხოველი ინარჩუნებს ტემპერატურას და არ იყინება, თუ 1 ცხოველს მაინც კარგად გამოკვებავთ, ნაკლები შანსია გაიყინოს განსაკუთრებით გაუჭირდებათ ტრასაზე და უკაცრიელ ადგილებში მცხოვრებ ცხოველებს…ახალწლების პერიოდში ბევრი გადიხართ ქალაქიდან და ერთი ძაღლი მაინც რომ გამოკვებოთ გზაში, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ.
გთხოვთ არ დაგენანოთ მათთვის საკვები და გამოსაძინებელი ადგილი. შეიძლება არ გიყვარდეთ და რეგულარულად არ ზრუნავდეთ მათზე, მაგრამ ამ დღეებში მათი გადარჩენა ყველას გვევალება.