საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, კირსტი კოვენტრიმ, თქვა:
“2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები საკუთარი ქვეყნის დროშით ვერ შეძლებენ ასპარეზობას მაშინაც კი, თუ უკრაინაში ომი დასრულდება.”
მისივე თქმით, რუს სპორტსმენებს თებერვლის თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ ინდივიდუალურად, ნეიტრალური დროშით შეეძლებათ.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 6-22 თებერვალს გაიმართება.




