გია ვოლსკი – პარტიები „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული – როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ „ლელოც“ იგულისხმება

პარტიები „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული – როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ იგულისხმება „ლელოც“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, პარტია “ლელოს” ამერიკელ პიარკონსულტანტთან ჯერემი როზნერთან თანამშრომლობა ადასტურებს, რომ “ნაცმოძრაობის” რესურსი ახლა „ლელოს“ ემსახურება.
„პიარტექნოლოგიები, პიარკომპანია და ექსპერტებიც, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა მოზიდული ის რესურსია, რაც „ნაცმოძრაობის” მხრიდან „ლელოს“ აქვს მიცემული. როგორც ჩანს, დახმარება სთხოვეს და მათაც ეს დახმარება არ დააყოვნეს. „ლელო” არის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ფრთა, რაც არ უნდა ილაპარაკოს „ლელოს“ ლიდერშიფმა, რომ ისინი სხვა პლატფორმაზე დგანან და სხვა იდეოლოგიით არიან აღჭურვილები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.