ლავროვი: ტრამპის შესაძლო დაბრუნება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს არ გამოასწორებს

აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ს შესაძლო დაბრუნება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე დადებითად ვერ აისახება. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსი მინისტრის თქმით, -სა და რუსეთს შორის დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები არსებობდა, მაგრამ -უმცროსის დროს ნდობამ რღვევა დაიწყო. ლავროვის აზრით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია პოლიტიკურ დიალოგში, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით, მზად არ არის.

ლავროვი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მან აშშ და დასავლეთი იმაში დაადანაშაულა, რომ ს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებენ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი პუტინს უკრაინაში არ გააჩერებს, ის ნატოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს. ამ შემთხვევაში კი აშშ იძულებული იქნება, რომ კონფლიქტში უშუალოდ ჩაერიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით