ტროტუარზე დგომის საქმეზე ანი ახმეტელის პროცესი 9 იანვრისთვის გადაიდო

ტროტუარზე დგომის საქმეზე ანი ახმეტელის პროცესი 9 იანვრისთვის გადაიდო.
მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.
„ვიდეოში ფიქსირდება მოქალაქე, რომელიც 20:35 საათზე დგას ტროტუარზე და დაბრკოლებას უქმნის ხალხს გადაადგილებისას”, – წერს ვიდეოს დათვალიერების ოქმში.
-ის წარმომადგენლების [თინათინ კაჭკაჭიშვილი, თეონა დემურხანაშვილი], თქმით, 17 დეკემბრის მდგომარეობით შსს-ში წარდგენილ არცერთ განცხადებაზე უწყებას „თანხმობა“ არ ჰქონდა გაცემული. მათივე თქმით, პოლიციამ ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ გაეთავისუფლებინათ „ხალხის სავალი ნაწილი“, რასაც არ დაემორჩილნენ.
პირველი, რაზეც ახმეტელის ადვოკატებმა გაამახვილეს ყურადღება, არის ის, რომ კანონი არაკონსტიტუციურია. მათ შუამდგომლობების ეტაპზე დააყენეს კიდეც შუამდგომლობა – მოსამართლეს მოუწოდეს, შეეჩერებინა საქმის განხილვა და წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ცეკვავას არც ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.
მისი თქმით, ეს ზომები რეპრესიულია და მიმართულია იქითკენ, რომ მიაღწიონ ე.წ. გამყინავ ეფექტს, რათა დემონსტრანტებმა არ ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით, ნებართვის გარეშე.
რაც შეეხება ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მასალებს. მისი თქმით, ვიდეოში არ ჩანს, რომ ვინმეს გადაადგილება შეფერხდა, დაბრკოლდა.
მუხლი, რომლიდ მიხედვითაც ახმეტელის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.
ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.
მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
პროცესის დასაწყისში ანი ახმეტელის ადვოკატებმა – მალხაზ და ილია პატარაიებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, ერთ-ერთ არგუმენტად კი ს მიერ მისი დასანქცირება დაასახელეს. ასევე, ადმინისტრაციულ საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საქმის განხილვისას მხარეთა შეჯიბრებითობის შეზღუდვა. ცეკვავამ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.