უზბეკი მეცნიერები: შევქმენით პომიდვრის ჯიში, რომელიც COVID-19-ის ვაქცინას შეიცავს

უზბეკი მეცნიერების მტკიცებით, შექმნილია პომიდვრის ახალი ჯიში, რომელიც COVID-19-ის ვაქცინას შეიცავს.
ახალი პროდუქტის სახელია TOMAVAC. პირველი ცნობები ჭამადი ვაქცინის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემა Frontlines-ში დაიწერა.
“მეცნიერებმა პომიდვრის გენომში დაამატეს ანტიგენური ცილა S1-ის გენი”. – წერია სტატიაში.
სტატიის მიხედვით გამოყვანილი მცენარის ნაყოფი ასინთეზირებს სტაბილურ ანტიგენს S1-ს.
ახლო მომავალში TOMAVAC-ს ადამიანებზე გამოცდიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით ეს ისტორიაში პირველი ვაქცინაა, რომლის მიღება საჭმლის ფორმით არის შესაძლებელი.