ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა გელა შედანიამ ანა წითლიძეს უჩივლა

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა გელა შედანიამ პარლამენტის დეპუტატს ანა წითლიძეს უჩივლა. მან სარჩელი ზუგდიდის პოლიციაში შეიტანა. შედანიას განცხადებით, წითლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მას ცილს სწამებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ყველამ კარგად წავიკითხეთ, თუ რა შეურაცხმყოფელი პოსტები დამიწერა ქალბატონმა წითლიძემ, რომელმაც ცილი დამწამა, თითქოს მე რაღაცების ქურდი ვარ. მივმართავ პოლიციას, რომ დაიწყოს ძიება, გარდა ამისა, მინდა იცოდეს საზოგადოებამ, თუ როგორი მორალის ადამიანი გვიზის დღეს პარლამენტში“, – განაცხადა გელა შედანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს