ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის

ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის – აცხადებს ალიანსი. ტყვია-წამლის ნაწილი უკრაინას მიეწოდება იმ ჩივილების ფონზე, რომ ტყვია-წამლის ნაკლებობა აფერხებს ამ ქვეყნის საბრძოლო ძალისხმევას იქ შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ.
“უკრაინაში ომი გადაიქცა ტყვია-წამლის ომად”, – თქვა კონტრაქტის გაფორმების ცერემონიის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში.
ნატომ ხელშეკრულება გააფორმა რამდენიმე მოკავშირე ქვეყნის სახელით, რომლებიც ტყვია-წამალს ან უკრაინას გადასცემენ, ან თავ-თავიანთ დეფიციტს შეავსებენ. დიდი ოდენობით ერთიანი შესყიდვა განაპირობებს უფრო დაბალ ფასებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა