: ანდრო ჭიჭინაძის ისტორია – ოცნების მთელ შემადგენლობას უპატიებელ სასჯელად დარჩება! ანდრო კი უფრო ძლიერი და გამარჯვებული გამოვა!!!

უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს:
2025 წლის ბოლოა და სად უნდა შემეჯამებინე ეს წელი თუ არა ციხეში …
გადავწყვიტე გაგიზიაროთ ამჯერად ვრცლად ის ემოცია და განცდა , რაც დღეს გამოვიტანე გლდანის ციხიდან .
აქამდე ამას არ ვაკეთებდი , ან ძალიან მოკლედ ვწერდი.
ახლა კი მეც ამ წლის ემოციებს და ისტორიებს ამ დღით შევკრავ ….
დილა დაიწყო 7 საათზე და ჯერ კიდევ ბნელოდა როცა გარეთ გამოსულს თოვლი დამხვდა … გადაწყვეტილი მქონდა ახალი წლის დადგომამდე სინდისის პატიმრები მენახა და მათთვის მიმელოცა პირადად.
მოყინულ დაღმართზე ფრთხილად ჩავედი და ვფიქრობდი როგორი გამოცდაა საკუთარი თავის ყოველ ჯერზე , როდესაც გინდა გაჩერდე და ვერ აძლევ ამის უფლებას თავს სხვისი განცდის გამო … ეს სხვა ამჯერად – უსამართლოდ დატყვევებული ადამიანები არიან …
იმდენად ვჩქარობდი , რომ ორჯერ ავიარე გლდანის ციხესთან ჩასასვლელი გზა ….
უამრავი მანქანა დამხვდა და პატიმრებთან საახალწლო ნობათის შესაგზავნად დაქანცული ოჯახის წევრები….
ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი მელოდა და ერთად შევედით …
ჯვარს არ ვიხსნი როგორც წესი და უკვე აღარც მეკამათებიან , პირდაპირ ოქმში წერენ ( ამ წლის მიღწევა 🙈)
ავდივარ შეხვედრების ოთახში და დერეფანში ბადრაგის თანამშრომელი( ძალიან კეთილგანწყობილები არიან ) ღიმილით მეუბნება რომ ანდრო ჭიჭინაძე უკვე ამოიყვანეს და მელოდება …
შევდივარ პატარა ოთახში და მხვდება ზუსტად ისეთივე ღიმილით , როგორიც იყო დაკავების დღეებში ანუ 1 წლის წინ …
არ შეცვლია არც ღიმილი, არც კეთილი მზერა, არც განწყობა და არც საოცარი შინაგანი ტაქტ , სიმშვიდე, რომლითაც ხვდებოდა ყველა რთულ ეპიზოდს ….
საოცრად გამოხატავს სიხარულს შეხვედრის დროს და ვიწყებთ ისეთ ღრმა და საინტერესო საუბარს ყველა საკითხზე ისე, თითქოს ციხის ოთახში კი არა, ყველაზე თავისუფალ ღია სივრცეში ვისხდეთ …
მისთვის ჩვეული მორიდებით მეკითხება – გარეთ როგორი განწყობაა?
და ვპასუხობ როგორიცაა ….
ვსაუბრობთ და ვაანალიზებთ ყველა მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ თემას … ვხედავ რომ არა აქვს არც სიბრაზე, არც წყენა , განსაცდელს იღებს მშვიდად და გადის ღირსეულად ….
29 წელი ხდება რაც პატიმრებთან, ციხეში მაქვს პროფესიული სამუშაო გარემო და როგორი ადამიანი არ მინახავს, რა არ მინახავს და ამ უსაზღვრი პალიტრაში ანდრო გასაოცარია ამ პიროვნული ღირსებებით.
ვერ წარმოიდგენთ მართლაც როგორ ანათებს ციხის მსუსხავ და გაყინულ კედლებში და როგორი შინაგანი კულტურით ალღობს ამ კედლების სიცივეს …
არასოდეს ამბობს რომ ეს რთულია და უჭირს … თითქოს სამუშაო გარემო იცვალა 😊
მიყვება რას აპირებს როცა გამოვა და როგორ გააგრძელებს დაწყებულ მთის პროექტს … და არა მხოლოდ …
დიდი ხანი ვისაუბრეთ და ბოლოს დამშვიდობების დროს, იცის რომ დედა უნდა ვნახო და მატანს ქალ ლიკასთან მისთვის გასაზიარებელ მონატრებას ….
ანდრო ჭიჭინაძის ისტორია – ოცნების მთელ შემადგენლობას უპატიებელ სასჯელად დარჩება!
ანდრო კი უფრო ძლიერი და გამარჯვებული გამოვა!!!
შემდეგი შეხვედრის შესახებ – მომდევნო წერილში გიამბობთ 💚
# თავისუფლება სინდისის პატიმრებს