ღაზაში მძევლად მყოფი პირების ნათესავები მათი გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ

ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი ადამიანების ათობით ნათესავი 22 იანვარს ს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრა და მათ გასათავისუფლებლად შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ საერთაშორისო მოწოდებებს ისრაელისადმი, რომ ომის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყოს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების თაობაზე.
ამ მოვლენების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრი მზარდი ზეწოლის ქვეშაა. ისრაელის საზოგადოების წინაშე იგი აცხადებს, რომ ღაზაში ომის გაგრძელება წარმოადგენს ერთადერთ გზას მძევლების დასაბრუნებლად და უარყოფს -ის ხედვას ვითარების ომისშემდგომი გადაწყვეტის თაობაზე.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა 22 იანვარს გაიმეორა მანამდე გაეროს მიერ გამოთქმული კრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრის “მიუღებელი” პოზიციის მიმართ, რომლითაც ნეთანიაჰუ უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების იდეას.