გურამ მაჭარაშვილი – ახლა ოპოზიცია ემიგრანტებზე გადაერთო – ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე-გარე დარბოდაო

ახლა ოპოზიცია ემიგრანტებზე გადაერთო – ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე -გარე დარბოდაო,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას არ სმენია პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებს, საკონსულოებთან ურთიერთობის პრობლემა აქვთ.
„ემიგრანტებთან დაკავშირებით თუ რაიმე ტიპის პრეტენზიები არსებობს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი საელჩოები და საკონსულოები. არ არსებობს არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის პრეტენზია არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და არ დაკმაყოფილდა. ახლა ოპოზიცია ემიგრანტებზე გადაერთო. ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე -გარე დარბოდაო – ეს პრინციპი აქვთ. თუ ქვეყანაში საზოგადოების 99 პროცენტი მხარს არ გიჭერს, არც ქვეყნის გარეთ დაგიჭერს. ეს ისეთი მიზეზია, როგორიც ზარმაც სტუდენტს აქვს: თუ არ იმეცადინე, ვერ ჩააბარებ გამოცდას და საგამოცდო კომისიამ რა ქნას ახლა? მე არ მსმენია პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოეთში ჩვენს მოქალაქეებს, საკონსულოებთან ურთიერთობის პრობლემა აქვთ, ამას გამოვრიცხავ, თუ არსებობს, მოგვაწოდეთ ინფორმაცია,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება არალეგალურად მყოფი მოქალაქეების მონაწილეობის პრობლემას, მაჭარაშვილი კითხვას კითხვითვე პასუხობს – „არაკანონიერად არის მოქალაქე და ჩვენ წავახალისოთ ეს? როგორ მოვაგვაროთ, თქვენი აზრით?“
„არსებობს ლეგალური პროცესები, რამდენიმე ქვეყანაა ასეთი, სადაც ლეგალურად ხდება დასაქმება. სხვა შემთხვევაში, ვერ მოხდება ის, რომ კანონის გვერდის ავლით მიიღოს რაიმე პროცესში მონაწილეობა, ეს ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი მივიდეს საკონსულოში და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ეს პრობლემა არ დგას იქ,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს ხვდება. ღონისძიებაზე მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.

ასევე დაგაინტერესებთ